ბიზნესისთვის

ახალი და საუკეთესო

ბიზნესისთვის

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ევროპაში ერთერთი ყველაზე დაბალია. მიუხედავად ამისა ის თანდათან იმატებს, რაც ზრდის ორგანიზაციების ხარჯებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაცი მოხმარება ათასობის კილოვატ/საათს შეადგენს (თვეში).

ორგანიზაციები იხდიან ათასობითა და ათი ათასობით ლარს ამ ხარჯის დასაფარად მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ იგივე თანხა გადაიხადოთ საკუთარ ელექტროსადგურში, ხოლო მე-6-8 წლიდან მიიღონ უფასო ელექტროენერგია 20-25 წლის განმავლობაში.

ენერგოდამოუკიდებლობის ეს მექანიზმი ძალზედ პოპულარულია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანაში (სომხეთი, უკრაინა). საბედნიეროდ, საქართველოში მუშაობს „ნეტო აღრიცხვის“ სისტემა, რაც ხელს უწყობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ განახლებადი ენერგიის ობიექტების საკუთარი მოხმარებისთვის მშენებლობას.

გაითვალისწინეთ ისიც, თუ თქვენი ორგანიზაცია მასპინძლობის სექტორში მოღვაწეობს, განახლებადი ენერგია კარგი რეკლამაცაა დასავლელი სტუმრებისთვიდა და ტურისტებისთვის. ისინი ამ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? მაგალითად, ქვენი ორგანიზაცია ელექტროენერგიისთვის თვეში 10000 ლარს ხარჯავს. ელექტროსადგურზე კრედიტის შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი 10500-11500 ლარს შეადგენს, სამაგიეროდ მე-6-8 წლიდან (უკუგების პერიოდი) თქვენ ელექტროენერგიაში ფულს არ გადაიხდით - თქვენი მზის სადგული თქვენი ელექტროენერგიის წყაროა.

https://i1.wp.com/pvg.ge/wp-content/uploads/2016/11/72641563_2642749429116765_1496109522068963328_n.jpg?resize=570%2C380&ssl=1