სახლისთვის

სახლისთვის

სახლზე მზის სისტემის მონტაჟი არა მხოლოდ ეკოლოგიური და „ბუნებასთან მეგობრულია“, არამედ ხშირად ენერგოეფექტური, ანუ ეკონომიურიც. რა თქმა უნდა, ხშირად ყოველთვიური ელექტროენერგიის მოხმარება არც თუ ისე დიდია (ბინებსა და ზოგან საკუთარ სახლებშიც), თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხარჯი 150-200 ლარს სცდება, თქვენთვის საინტერესო იქნება ამ ფულის თქვენივე ენერგოდამოუკიდებლობაში დაბანდება. ეს არის 2-10 კვტ-მდე სისტემები.

საკუთარი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, მისი პოზიტიური ბალანსი (მრიცხველზე) 10-15%-ით ეფექტურად გამოგაყენებინებთ ელექტროენერგიას. რას ვგულისხმობთ? მაგალითად, თქვენ არ გაქვთ მზის სადგური. ელექტროენერგიაში თქვენ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას იხდით და ხვდებით, რომ,თურმე, 2 კონდიციონერის მთელი დღით ჩართვას სჯობდა ისინი ნახევარი დღე გამოგეყენებინათ. მიუხედავად ამისა საანგარიშგებო პერიოდის დადგომის შემდეგ ოჯახები უმეტესწილად იგივე ტენდენციით ხარჯავენ ელექტროენერგიას. მაშინ კი, როდესაც თქვენი მზის სადგური გაქვთ, ყოველ 10 წუთში ხედავთ მის გამომუშავებას (ონლაინ მონიტორინგი), მის ზრდასა თუ შემცირებას, თქვენ იწყებთ ელექტროენერგიის ბევრად ეფექტურად გამოყენებას რეალურ დროში - ამ ოთახში, ამ ტექნიკის და ამ წამს აქ მუშაობს „ყულაბის“ პრინციპი: ზაფხულში ბევრ ელექტროენერგიას გამოიმუშავებთ ზამთრისთვის, ზამთარში კი მეტს მოიხმართ თან ისე, რომ ელექტროენერგიაში არაფერს გადაიხდით (ნეტო აღრიცხვა).

https://i2.wp.com/pvg.ge/wp-content/uploads/2016/11/74331383_2663460140379027_8599760356186783744_n.jpg?resize=570%2C380&ssl=1