ჰიბრიდული

ჰიბრიდული სისტემა

ეს ფორმატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში საირიგაციო სისტემებისთვის. მაგალითად, გვაქვს ვაკუუმის პომპა („ნასოსი“). ის მუშაობს მზის პანელებითა და ინტეგრირებული გარდამქმნელით (მუდმივი დენის, სტაბილიზაციის მიზნით), თუმცა ღამე მზე არ გვაქვს - პანელები ვერ მუშაობს. აკუმულატორების გამოყენება ძვირია, რადგანაც დაცლის ციკლების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამ შემთხვევაში ბევრად იაფი გვიჯდება დიზელის გენერატორი, რომელიც მიერთებულია სისტემას. მას ეძლევა სიგნალი, რომ პომპას ენერგია არ ყოფნის. ამ დროს გენერატორი ირთვება და აწვდის ენერგიას პომპას.

ჰიბრიდი შეიძლება შეიკრას რამდენიმე კომპლექტაციით:

მზის სადგური + დიზელის გენერატორი

მზის სადგური + დიზელის გენერატორი + აკუმულატორი

მზის სადგური + ქარის გენერატორი

მზის სადგური + ჰესი

ა.შ.

https://i0.wp.com/pvg.ge/wp-content/uploads/2016/11/Depositphotos_3196686_original.jpg?resize=370%2C555&ssl=1