ოფ გრიდი

ოფ გრიდი, ანუ ავტონომიური სადგური

უკვე ვიცით, რომ საქართველოში მუშაობს ნეტო აღრიცხვის ფორმატი (იქ, სადაც ქსელია: თელასი, ქელასი, ენერგო პრო, ა.შ.). იქ კი, სადაც ქსელი არ არის ხოლო ელექტროენერგიის მოხმარების ობიექტამდე მისი მიყვანა ძვირია, აქ ვიყენებთ ავტონომიურ სისტემას, რომელიც მოიცავს:

  • მზის პანელს;
  • გარდამქმნელს;
  • აკუმულატორს.

დღის განმავლობაში მზის პანელები დააგროვებენ ენერგიას აკუმულუტარორებზე, რომლებიც პარალელურად გვაწვდიან დენს და იტენებიან კიდეც. მთავარია, დღის საათებში იმდენი ელექტროენერგია გამოვიმუშავოთ, რომ დღისითაც გვეყოს და ღამითაც. ეს ფორმატი საინტერესოა მაღალმთიანი სოფლებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ აქ საუბარი არა მხოლოდ შუქზეა, არამედ, სურვილისამებრ, გათბობაზეც.

ეს ფორმატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნეტო-აღრიცხვის ფორმატთან შეხამებით: გამოიმუშავებთ დენს, აწვდით ქსელში, მოიხმართ ქსელიდან, თვენი გამომუშავება მოხმარებაზე მეტია, სხვაობა კი თქვენს ბალანსზეა. დავუშვათ, ქსელი გაითიშა – მაშინ მუშაობს აკუმულატორები და გაწვდიან დენს (UPS).